ახალი ამბები

ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება — NHK

30 მარტი, 2020 •
ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება — NHK

იაპონური ტელეარხის, NHK-ის ცნობით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღი ცნობილი გახდა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადადეს.

როგორც NHK იუწყება, ტოკიოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება, პარაოლიმპიური თამაშები კი, იმავე წლის 24 აგვისტოს.

ტელარხის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და იაპონიის ხელისუფლება ახალ თარიღებზე უკვე შეთანმხდნენ.

ოლიმპიური თამაშების გარდა, წელს გადაიდო არაერთი სხვა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (აგრეთვე 2021 წლისთვის). გაურკვეველ ვადამდე შეჩერებულია სხვა ტურნირები.

ამავე თემაზე:

ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი