ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

17 მარტი, 2020 • 1383
ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო

ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ერთ წლით გადაიდო — ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

ფეხბურთის მმართველმა ევროპულმა ორგანომ, UEFA-მ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე, რომელსაც წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატი 12 მარტს უნდა დაწყებულიყო იტალიაში, ქალაქ რომში; მატჩები ევროპის მასშტაბით 12 სხვადასხვა ქალაქში იყო დაგეგმილი, მათ შორის, საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

ახალი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ამ ტურნირზე მოხვედრის შანსი საქართველოს ნაკრებსაც აქვს, თუ ის პლეიოფებში 2 თამაშს მოიგებს. ორივე პლეიოფი თბილისში იყო დაგეგმილი 2020 წლის მარტში. საქართველო VS ბელარუსის მატჩზე, რომელიც 26 მარტს ჩაინიშნა, ყველა ბილეთი გაყიდულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი