ახალი ამბები

მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა

29 მარტი, 2020 • 1899
მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, მოსკოვში და მის გარეუბანში კარანტინი გამოცხადდა და მოქალაქეებისთვის ახალი წესები დაწესდა.

მოსკოვის მერის სერგეი საბიანინის განცხადებით, ქალაქის თითოეული მაცხოვრებელი უკვე ხვალ ვალდებული იქნება თვითიზოლაციის წესები დაიცვას. გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეეძლებათ: პროდუქტის ან მედიკამენტების საყიდლად სახლთან მდებარე უახლოეს მაღაზიაში წასვლა, ნაგვის გადაყრა, შინაური ცხოველის გასეირონება, თუმცა ამ შემთხვევაში სახლს 100 მეტზე დიდი მანძილით არ უნდა დაშორდეს და სხვა. ამასთან, ახალი წესები მოქალაქეებს მოსკოვის დატოვების უფლებას არ უზღუდავს, თუმცა მერიის ინფორმაციით, გასვლის მიზეზი უნდა დასაბუთდეს.

გამოცემა წერს, რომ დღეს, 29 მარტის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული 1534 შემთხვევაა, აქედან ათასზე მეტი მოსკოვზე მოდის. გარდაიცვალა 9 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი