ახალი ამბები

რუსეთი 30 მარტიდან საზღვრებს კეტავს

28 მარტი, 2020 • 1304
რუსეთი 30 მარტიდან საზღვრებს კეტავს

რუსეთი 30 მარტიდან აპირებს, მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი. როგორც „მედუზა“ წერს, შესაბამისი დადგენილება რუსეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

გადაყწვეტილების მიღების მიზეზად კორონავირუსული დაავადების — COVID-19-ის „ქვეყანაში შეჭრის პრევენციაა“ მითითებული.

30 მარტის შუაღამიდან ჩაიკეტება მოძრაობა საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო, სამდინარეო და სხვა ტიპის გამშვებ პუნქტებზე.


რუსეთში COVID-19-ით 1 264 დაავადების შემთხვევაზეა ცნობილი. გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 49.

მასალების გადაბეჭდვის წესი