ახალი ამბები

მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

27 მარტი, 2020 • 3217
მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა 17 დღის წინ  ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს.

ტურისტის ცხედარი  მაშველებმა  მდინარე რიონში დღეს იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს სამაშველო სამსახური ავრცელებს.

პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო. 10 მარტიდან საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.


ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი – სიმ ვიგერი (Siem Wigger)  რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლისას კი უეცრად გაუჩინარდა.

„დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან „ბარაქაში“ მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს. წასვლისას გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით. Siem Wigger-ს აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური“, – წერდა მაშინ  დაკარგული ბიჭის და ფეისბუკზე.

ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი