რუსეთის კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი სამთავრობო საიტის მიხედვით, 27 მარტის 13 საათის მონაცემებით, რუსეთში გამოვლენილია კორონავირუსის 1 036 დადებითი შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 45 ადამიანი, გარდაცვლილია 3. ბოლო დღის განმავლობაში კი რუსეთში კორონვირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება რუსეთის ანტიკრიზისულ გეგმას, რუსეთი კირონავირუსის პრევენციისთვის შემდეგ ზომებს მიმართავს:
- რუსეთმა შეიმუშავა ანაზღაურებისა და შვებულების წესი კარანტინში მყოფთათვის;
- ურეცეპტო წამლების დისტანციურად გაყიდვა;
- “მწვანე დერეფნის” შექმნა საქონლის იმპორტზე;
- სავაჭრო ობიექტებში აუცილებელი საქონლის ხელმისაწვდომობის ოპერატიული მონიტორინგი;
- სამედიცინო და ფარმაცევტული დახმარებისთვის გამოიყო 23 მილიარდი რუბლი;
- შრომის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო მოამზადებენ წინადადებებს თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გადაყენების თავიდან ასაცილებლად;
- კორონავირუსთან კონტაქტში მყოფი პაციენტების თვალთვალის სისტემა, მობილური ოპერატორების მონაცემების საფუძველზე;
- შეღავათების დისტანციური გადახდები, მათ შორის უმუშევრებისთვის;
- შეიზღუდა რეგულარული და ჩარტერული რეისები ყველა სახელმწიფოსთან. შესრულდება მხოლოდ სპეცრეისები.
Worldmeter-ის მიხვედვით, რუსეთში, 2020 წლის მონაცემებით, 145 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.