ახალი ამბები

შსს-მ ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი ქართველი დააკავა

4 სექტემბერი, 2015 • • 1212
შსს-მ ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი ქართველი დააკავა

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ეროვნებით ქართველი, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს.

 

ლევან ბ. 2012 წლის 24 ივლისს ჰოლანდიაში, ოქსმერიის მუნიციპალიტეტში, თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ჰოლანდიის მოქალაქეს, რომელსაც იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გასტაცა პლასტიკური ბარათი, სამკაული, მობილური ტელეფონები, ანტიკვარული კედლის საათი და 1250 ევრო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

შსს-ს განცხადებით, ლევან ბ. დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.

 

შსს-მ ჰააგის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შსს-მ ჰააგის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი