ახალი ამბები

პანდემიის დროს Pornhub-ის გაზრდილი პოპულარობა პრობლემურია – აქტივისტები

25 მარტი, 2020 • 5567
პანდემიის დროს Pornhub-ის გაზრდილი პოპულარობა პრობლემურია – აქტივისტები

აქტივისტები და მაღალჩინოსნები პანდემიის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნო-საიტის, Pornhub-ის გაზრდილ პოპულარობას პრობლემურად მიიჩნევენ.

საიტს მანამდე არაერთხელ დასდეს ბრალი ძალადობრივი სექსის, გაუპატიურებისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ნორმალიზებასა და ხელშეწყობაში.

თუმცა, Covid 19-ის გავრცელების პარალელურად, ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება. საქმე ის არის, რომ პანდემიისა და გაზრდილი რეიტინგის ფონზე, Pornhub ყველა მომხარებელს პრემიუმ-პაკეტს უფასოდ სთავაზობს. ეს პაკეტი გულისხმობს ისეთი ვიდეოების უფასოდ ნახვის შესაძლებლობას, რომლებზეც მომხმარებელს წვდომა აქამდე მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლო.

The Guradian საიტის კრიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ Pornhub-ზე გამოქვეყნებულ მილიონობით ვიდეოს შორის არის დანაშაულის, მათ შორის, გაუპატიურებისა და ტრეფიკინგის ამსახველი კადრები, რომლებიც ანონიმური მომხმარებლების მიერაა ატვირთული.

ამასთანავე, ამ საიტზე არსებობს ე.წ. revenge porn ( შურისძიების პორნო) ვიდეოები – შურისძიების მიზნით გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამ პრაქტიკას, როგორც წესი, ქალების წინააღმდეგ მათი ყოფილი პარტნიორები მიმართავენ ხოლმე.

საიტის ადმინისტრაციას კი ამგვარი ვიდეოების ეფექტიანი მონიტორინგი ან/და ამგვარი მომხმარებლის დაბლოკვა არ შეუძლია.

ამ პრობლემის გადაწყვეტას დიდ ბრიტანეტთში დამატებითი რეგულაციებით ცდილობენ. შარშან პარლამენტმა განსახილველად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბავშვებს წვდომას შეუზღუდავს „რადიკალური კონტენტისადმი“.

„თუ ეს კანონპროექტი შორს ვერ წავა, ჩვენ [პორნო] ინდუსტრიაზე კონტროლი სხვა გზით უნდა მოვიპოვოთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ იმ ახალგაზრდებზე, რომელთა ვიდეოებიც მათი სურვილის გარეშე ვრცელდება. ასევე, დავიცვათ სექსუალური ტრეფიკინგისა და გაუპატიურების პოტენციური მსხვერპლები“, – ამბობს The Guardian-თან დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი ტრეისი ბრებინი.

Pornhub ყველას სთავაზობს უფასო პრემიუმ-პაკეტს | COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი