ახალი ამბები

Pornhub ყველას სთავაზობს უფასო პრემიუმ-პაკეტს | COVID-19

24 მარტი, 2020 • 9361
Pornhub ყველას სთავაზობს უფასო პრემიუმ-პაკეტს | COVID-19

COVID-19-ის პანდემიისა და გაზრდილი რეიტინგების ფონზე, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პორნოსაიტი „პორნჰაბი“ (Pornhub) ამჯერად უკვე ყველა მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს პრემიუმ-პაკეტს.

„პორნჰაბი ყველას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და შეაჩერონ კორონავირუსის გავრცელება თვითიზოლაციით, უფასო პრემიუმ-პაკეტის დახმარებით“, – წერს ვებსაიტი. აქცია 23 აპრილამდე გრძელდება.

კომპანიის თანახმად, ჩვეულებრივ პირობებში „პორნჰაბს“ ყოველდღიურად 120 მილიონი ადამიანი სტუმრობს ხოლმე, თუმცა თებერვლიდან, ახალი კორონავირუსის მასობრივად გავრცელების ფონზე, როცა არაერთი ადამიანი სახლში მეტ დროს ატარებს, ვიზიტორების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითად, 17 მარტს ტრაფიკი 11.6%-ით გაიზარდა

საიტმა რამდენიმე კვირის წინ იტალიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შესული მომხმარებლებისთვის დაუშვა პრემიერ კონტენტზე უფასო წვდომა. რეიტინგების მთვლელი საიტის, Alexa-ს თანახმად, „პორნჰაბი“ საქართველოშიც ერთ-ერთი პოპულარული საიტია.

იტალიისთვის უფასო პრემიუმ-პაკეტის გახსნის შემდეგ გამოცემა „გარდიანზე“ გამოქვეყნდა მოსაზრების სვეტი, რომელიც ვებსაიტს სექსუალური ძალადობის დაშვების და ნორმალიზების გამო აკრიტიკებს.

„სადაც ჩნდება კრიზისი, ჩნდება მარკეტინგის შესაძლებლობა… იმის ფონზე, რომ „პორნჰაბს“ აშკარად ბევრი აქვს ნაფიქრი …[მარკეტინგზე], არაფერი ეტყობა იმისა, რომ ბიზნესპრაქტიკის ეთიკურობაზე ზრუნავდეს“.

საიტს ადანაშაულებენ გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ვიდეოების მეშვეობით ფინანსური მოგების მიღებაში; ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ხელს აწერს პეტიციას, რომლითაც ითხოვენ „პორნჰაბის“ დახურვას და მისი დამფუძნებლების პასუხისგებაში მიცემას სექს-ტრეფიკინგის ხელშეწყობისთვის.

როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, „პორნჰაბი“ არის კომპანია, რომელიც მილიონობით დოლარს შოულობს რეკლამებითა და საწევროებით, თუმცა, გავლენის მიუხედავად, არ აქვს დანერგილი ეფექტური სისტემა, რომლითაც გადაამოწმდება, არიან თუ არა ვიდეოებში გამოსახული ადამიანები, — ძირითადად, ქალები, — სრულწლოვნები, ან იყვნენ თუ არა ისინი სექსუალურ აქტში ან ვიდეოში მონაწილეობაზე თანახმანი.

პორნჰაბი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოფხვაზე გამუდმებით მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი