ახალი ამბები

სილქნეტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მილიონი ლარი ჩარიცხა

25 მარტი, 2020 • 1066
სილქნეტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მილიონი ლარი ჩარიცხა

კომპანია “სილქტნეტმა” კორონავირუსის გამო შექმნილ ფონდში მილიონი ლარი გადარიცხა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია, საჭიროებისამებრ, სამომავლოდაც განიხილავს მეტი შენატანის გაღებას როცორც სერვისების შეუფერხებელი მიწოდებით, ასევე, ფინანსური და სხვა საჭირო რესურსით:

“სილქნეტი მიესალმება ამ ფონდის შექმნას, რომლის მიზანია იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილება და თვლის, რომ ეს არის გაერთიანებული ძალისხმევისთვის ეფექტიანი საშუალება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ მეტად დროულ ინიციატივაში მთავრობის მხრიდან. ხოლო როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია, შეუერთდა ასოციაციის ინიციატივას და კონტრიბუცია განახორციელა ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ ფონდისთვის შექმნილ ანგარიშზე”, – აცხადებენ კომპანიაში.

“სილქნეტში” აღნიშნავენ, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ, კომპანია პირველივე ეტაპზე ყველა საჭირო ეფექტიან ზომას იღებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ოპერირება და უწყვეტად უზრუნველყოს კომუნიკაციის საშუალებები, რაც დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“როგორც ვირუსის პრევენციის დაწყების ადრეული პერიოდიდან, შემდეგ- პანდემიისა და მოგვიანებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში, სილქნეტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა არსებული რესურსით შეაქვს წვლილი ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში”, – აცხადებს კომპანია.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 3 მილიონი შეიტანა “მაგთიმ”, 5 მილიონის შეტანაზე განაცხადა “თიბისი ბანკმაც”. აღნიშნულ ფონდში კიდევ არაერთი ქართული კომპანია რიცხავს ფულს.

კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გავიღებთ – თიბისი

კორონავირუსის წინააღმდეგ 3 მლნ ლარს გავიღებთ – მაგთი

მასალების გადაბეჭდვის წესი