ახალი ამბები

კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გავიღებთ – თიბისი

25 მარტი, 2020 • 830
კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გავიღებთ – თიბისი

თიბისი ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებენ.

კომერციული ბანკში აცხადებენ, რომ შეიქმნება პროგრამა, სახელწოდებით “თიბისი შენთვის”, რომელიც ვირუსის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად ბანკის მიერ ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს. მხარდაჭერის პროგრამა ორი კომპონენტისგან იქნება შემდგარი: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად. თიბისის ინფორმაციით, საკომისიო ხარჯების შემსუბუქება შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. 

“თიბისი COVID19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. „თიბისი შენთვის“ – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, მოხუცების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა – „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს”,-წერია ბანკის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი