გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 4500-მა პენსიაზე გასულმა სამედიცინო პერსონალმა გამოხატა სურვილი, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ 4000-მა ექთანმა და 500-მა ექიმმა სურვილი გამოთქვა, დაბრუნებულიყო NHS-ში ჩვენ მიერ [მათთან] დაკავშირების პირველ 48 საათში“, — დაწერა ტვიტერში მეტ ჰენკოკმა, სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა.
მანამდე გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა იყო.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა ახალი ზომები დააანონსა — მასობრივი კრებების აკრძალვა და ღვისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილების — ეკლესიების, მეჩეთების და ა.შ. დახურვა და სხვა.
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაავადების 6733 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 336 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 140.
კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:
- დაავადების შემთხვევა: 395,647 მსოფლიოში, 67 საქართველოში
- გამოჯანმრთელების შემთხვევა: 103,317 მსოფლიოში, 9 საქართველოში
- გარდაცვალების შემთხვევა: 17,241 მსოფლიოში, 0 საქართველოში