ახალი ამბები

“აირზენას” მიმართ დამოკიდებულება არასწორია – ხაზარაძე პრემიერის განცხადებაზე

23 მარტი, 2020 • 1740
“აირზენას” მიმართ დამოკიდებულება არასწორია – ხაზარაძე პრემიერის განცხადებაზე

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არასწორს უწოდებს პრემიერის მიერ “ჯორჯიან ეარვეისზე” გაკეთებულ განცხადებას. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ვინმეს მოსწონს თუ არა ეს კომპანია, ერთადერთი ქართული გადამზიდავი ავიაკომპანიაა და მთავრობის მხირდან ამ ვითარებაში ბიზნესის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება.

“ერთი კვირის განმავლობაში სამთავრობო ტრიბუნიდან მოვისმინეთ ერთი ინკასოების თემა და მეორე გუშინ ძალიან უხეში დამოკიდებულება პრემიერის კომპანია “აირზენას” მიმართ. ეს დამოკიდებულება არასწორია, მაშინ როცა რაღაც პრობლემის დაძლევაზე და გაერთიანებაზე ვსაუბრობთ.   სამწუხაროდ, ჩვენ ერთადერთი ქართული გადამზიდავი კომპანია გვყვავს და როცა კერძო კომპანიის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, სიტუაციას სიკეთემდე არ მიიყვანს. დღეს პირიქით, დიალოგი უნდა იყო და საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა”,-განაცხადა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

“მე ვფიქრობ, “აირზენას” დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით დაგეგმილი რეისები არ სრულდება.

ჟურნალისტის თქმთ, ამის შესახებ მან “აირზენას” (“ჯორჯიან ეარვეიზი”) დირექტორმა განუცხადა. ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, მისი განკარგულებით არის თუ არა შეზღუდული “აირზენას” რეისები.

“ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა.

თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე,  ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპრორირებული სახელმწიფოს ინტერესებში – დროებით, რა თქმა უნდა. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი “აირზენას” დროებით ექსპროპრიაციაზე აფრთხილებს

მასალების გადაბეჭდვის წესი