ახალი ამბებირეკლამა

„ევექსი“-ს რეკომენდაციები „ვისოლის„ და „სმარტის“ თანამშრომლებს COVID-19-ის პრევენციისთვის

23 მარტი, 2020 • 1100
„ევექსი“-ს რეკომენდაციები „ვისოლის„ და „სმარტის“ თანამშრომლებს COVID-19-ის პრევენციისთვის

„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავობაში, უწყვეტ რეჟიმში უწევენ მომსახურებას მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო “ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

შეგახსენეთ, რომ “ვისოლ ჯგუფი” ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით. ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს დაიცვას როგორც მომხარებელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი