ახალი ამბები

გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი – ეზუგბაია

22 მარტი, 2020 • 1517
გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს.

„ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. ერთ ქალბატონს აქვს თანაარსებული ჰიპერტომული დაავადება, მეორეს კი რომელიც ასაკით უფრო დიდია – მძიმე ნევროლოგიური დაავადება. ეს ორი პაციენტი პროგრესირების თვალსაზრისით მძიმე პაციენტებად მიიჩნევიან.

მესამე პაციენტი შუა ხანს გადაცილებული პირია. მას აქვს თანაარსებული დაავადება შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ წუთას, მისი მდგომარეობა თითქოს სტაბილურია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პროგრესი არ მოხდება,“- ამბობს მარინა ეზუგბაია.

საქართველოში 26 თებერვლიდან კორონავირუსის 54 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, სამი მოქალაქე გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი