ახალი ამბები

მეჩვენება, რომ მორწმუნეთა დევნის კამპანია იწყება — იმნაძე

21 მარტი, 2020 • 5047
მეჩვენება, რომ მორწმუნეთა დევნის კამპანია იწყება — იმნაძე

NCDC-ის ერთ-ერთი ხელმღძვანელის პაატა იმნაძის თქმით, ეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება.

„ვერ ვადევნებ თვალყურს ვერც მედიას და ვერც ამ დისკუსიებს, რაც იმართება… მეჩვენება, რაღაც, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში“, – განაცხადა იმნაძემ 21 მარტს ტვ პირველის ეთერში.

„ჯერ იყო და ჩინელებზე იყო რაღაც… კიდევ კარგი, მაშინ მედიას, მე მგონი, სწორი პოზიცია ეკავა და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა“, – განაცხადა იმნაძემ.

ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, იმიტომ, რომ სხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ამიტომ ყველანი ცოტა ფრთხილად ვიყოთ ამ თემაზე“.

„მეთოდები არ უნდა იყოს [ასეთი]. თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ… კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი, „მებრძოლ-უღმერთოთა კავშირი“, იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა“, – უთხრა მან ჟურნალისტს.


მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით წირვების შეწყვეტას არ გეგმავს.

„მრევლს ავუხსნით, რომ დისტანცია დაიცვან, როცა მსახურებაზე დადგებიან“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რამდენიმე საათის წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდაპირველად გახარიამ განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია.

ვრცლად:

დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი