კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოს გამკაცრებული ზომების ფონზე, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ტაძრებში სიარულს და სახლებში ილოცონ.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც.
ერთი კვირით ადრე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია უარს აცხადებდა ტაძრების დახურვაზე, თუმცა, როგორც როიტერსი წერს, ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს, რის შემდეგაც ეკლესიამ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონს დაემორჩილონ.
გირჩევთ: