ახალი ამბები

ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში – დეკანოზი ჯაღმაიძე

21 მარტი, 2020 • 3052
ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში – დეკანოზი ჯაღმაიძე

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით წირვების შეწყვეტას არ გეგმავს.

„მრევლს ავუხსნით, რომ დისტანცია დაიცვან, როცა მსახურებაზე დადგებიან“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რამდენიმე საათის წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

თავდაპირველად გახარიამ განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძემ განაცხადა, რომ „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

ჯაღმაძის თქმით, 10 კაციან შეკრებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ბევრი შეკითხვა გააჩინა მრევლში და სასულიერო პირებში:

„ამიტომ შევეცადეთ მიგვეღო განმარტებები – ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოშიო და მივიღეთ პასუხი, რომ 10 კაციანი შეკრებები არ არის ბუკვალურად გასაგები. მიზანი არის, რომ იყოს დაცული დისტანცია… ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანებს შორის იყოს დისტანცია. ის რასაც გვირჩევს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა დადასტურდა. ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას თქვა, რომ საქართველო კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე გადადის და ამიტომ არის საჭირო ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.


გარეკანის ფოტო: პატრიარქი ილია II და გიორგი გახარია. ფოტო 2019 წლის სექტემბრით თარიღდება

დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი