12:00 საათზე, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სს „თელასის“ მიერ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადით გათვალისწინებული 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შესახებ იმსჯელებს. დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
13:00 საათზე, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე, შიო ხეცურიანი ხულოს ბიბლიოთეკას ეწვევა და პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში წიგნებს, კომპიუტერებს და სხვა საჭირო ტექნიკას გადასცემს.
15:20 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იანს სტოლტენბერგს შეხვდება. მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

