ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა არ ეხება ტრანსპორტს, მშენებლობას და წარმოებას – თურნავა

21 მარტი, 2020 • 2108
საგანგებო მდგომარეობა არ ეხება ტრანსპორტს, მშენებლობას და წარმოებას – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების მიუხედავად, ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ნაწილი შეუფერხებლად გაგრძელდება:

„არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული“, – განაცხადა თურნავამ.

„გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული“, – ამბობს მინისტრი.

თუმცა, ცხადია ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამიტომ არის საჭირო ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

ნახეთ ასევე:

სრული სია: რა ტიპის სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ მუშაობა

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი