ახალი ამბები

მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობას – ევროპული საქართველო

21 მარტი, 2020 • 1343
მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობას – ევროპული საქართველო

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ერთჯერადად არღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, დაესწრება პარლამენტის სხდომას და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება პარლამენტმა დღესვე უნდა დაამტკიცოს.

გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად აცხადებენ ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისგებლობა და დღეს არის დრო, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში და ყველამ შევიტანოთ წვლილი, ვისაც რა შეუძლია“.


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლების გულისხმობს მკაცრ სოციალურ დისტანციას; მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა შეეხოს მედიას.

დეკანოიძის თქმით, ენმ-ის ფრაქცია საპარლამენტო განხილვას დაესწრება: „ძალიან მნიშვნელოვანია, რა გეგმას წარმოადგენენ, მათ შორის, მენეჯმენტი როგორ უნდა განხორციელდეს ამ მდგომარეობის და ალბათ, იქნება ამაზე განხილვა“.


21 მარტის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 48 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა.

ვრცლად:

 

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი