ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას – გახარია

21 მარტი, 2020 • 1446
საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ შეეხება.

„საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთოხება და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის შიდა გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს — საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს და პარლამენტი ამტკიცებს.

„ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი