ახალი ამბებიხელოვნება

გარდაიცვალა ქანთრის ლეგენდა კენი როჯერსი

21 მარტი, 2020 • 5854
გარდაიცვალა ქანთრის ლეგენდა კენი როჯერსი

ლეგენდალური ამერიკელი მუსიკოსი კენი როჯერსი 21 მარტს გარდაიცვალა. ქანთრის შემსრულებელი 81 წლის იყო.

როჯერსი 1970-იან და 1980-იან წლებში ჩარტებში მოწინავე ადგილებს იკავებდა. მუსიკოსს, რომლის კარიერაც ექვს ათწლეულს მოიცავდა, გრემის სამი ჯილდო აქვს მიღებული.

მის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორის არის: The Gambler, Lucille, Coward Of The County და ა.შ.

2013 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. იმავე წელს მიიღო ქანთრის მუსიკის ასოციაციისგან ჯილდო „ცხოვრების მთავარი მიღწევისათვის“ [Lifetime Achievement Award].

წლების განმავლობაში როჯერსი სხვადასხვა ბიზნესით იყო დაკავებული, ძირითადად- უძრავი ქონების ბიზნესსა და რესტორნების სექტორში.

ის ხუთჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი