ახალი ამბები

პანდემიისას ზიარების საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია – მარგველაშვილი

20 მარტი, 2020 • 1520
პანდემიისას ზიარების საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაუგებარს უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის მიუხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ეკლესია უარს არ ამბობს ზიარების საერთო კოვზზე.

“ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია. მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)”, – წერს მარგველაშვილი ტვიტერზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინდოდის 20 მარტის განჩინებით, კორონავირუსის ფონზე ეკლესია უარს ამბობს ღვთისმსახურების შეჩერებასა და ზიარების წესის ცვლილებაზე.


იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ გავრცელდეს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები: შეწყდა ავიამომიმოსვლა ყველა ქვეყანასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდათ საქართველოში შემოსვლა, სატვირთო ავტომობილები შემოვლენ განსაკუთრებული რეჟიმის დაცვით, გარდა ამისა, შეწყვეტილია სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაიხურა ყველა სავაჭრო დაწესებულება, გარდა სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და ფოსტისა.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ თავყრილობებს და დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, რათა დახურულ სივრცეში კორონავირუსი ვრცელდება სწრაფად და ერთ ინფიცირებულს რამდენიმეს დაავადება შეუძლია.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში ვირუსით 44 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, 2 ათასამდე კი კარანტინშია მოთავსებული. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცზვი 200 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 9 ათასამდე ადამიანი.

სინოდის განჩინება: არ ჩერდება ღვთისმსახურება და არც ზიარების წესი იცვლება

მასალების გადაბეჭდვის წესი