09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:00 საათზე, თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება ადგილობრივი და უცხოური მედიისთვის.
მისამართი: წერეთლის #118 ექსპო ჯორჯია მე-3 პავილიონი.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა მოძრაობის წევრები ნინო ლომჯარია, ნინო დანელია, ბაია პატარაია პრესკონფორენციას გამართავენ. თემა: 1. ქალების მდგომარეობა ციხეებში 2. აქცია ზუგდიდში – სქესობრივი განათლების ამაღლება საზოგადოებაში.
12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის გასამართლებული კახა ფროდიშვილის მეუღლე და მისი ინტერესების დამცველები განცხადებას გააკეთებენ და მტკიცებუკლებებს წარმოადგენენ.
15:00 საათზე, თელავში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბს გახსნიან. შტაბის მისამართი: თელავი, სასტუმრო ,,ალაზნის ველი”. საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19