ახალი ამბები

ბოლო 3 შემთხვევა ახალი კლასტერიდანაა – ტიკარაძე

20 მარტი, 2020 • 1814
ბოლო 3  შემთხვევა ახალი კლასტერიდანაა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 3 შემთხვევა ახალ კლასტერს წარმოადგენს. ტიკარაძემ განმარტა, რომ ეს პირები აშშ-ში დაინფიცირდნენ.

„ეს გახლავთ ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა აშშ-ში, ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება“, – ამბობს ტიკარაძე.

მისივე თქმით, არსებობს მეოთხე, სავარაუდოდ, ახალი შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაავრცელებს ზუსტ ინფრომაციას ამ პაციენტთან დაკავშირებით.

20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

მასალების გადაბეჭდვის წესი