ახალი ამბები

სასაზღვრო პუნქტებთან საკარანტინო ზონები მოეწყობა

20 მარტი, 2020 • 994
სასაზღვრო პუნქტებთან საკარანტინო ზონები მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ახლოს საკარანტინო ზონები მოეწყობა. საუბარია ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

“ამ რეალობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ახლოს ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან მოეწყოს დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს ვითარება უკეთესად ვმართოთ”, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს, 20 მარტს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

მასალების გადაბეჭდვის წესი