ახალი ამბები

პარლამენტში მისულ ყველა პირს ტემპერატურას უზომავენ

20 მარტი, 2020 • 566
პარლამენტში მისულ ყველა პირს ტემპერატურას უზომავენ

პარლამენტში მისულ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს ტემპერატურას უზომავენ. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა. აღნიშნულს ადასტურებენ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურშიც.

სპეციალური ზომები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. შეზღუდვებია დაწესებული მედიისთვისაც. კერძოდ, 20 მარტიდან პარლამენტი მედიასთნ დისტანციური კომუნიკაციის რეჟიმზე გადადის.


20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყრუეობის ქვეშ – 275.

COVID-19 დადასტურებული შემთხვევების ოდენობა გაზრდილია მსოფლიოშიც. ამ დროისთვის ინფექციის 244 523 შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოს 160 ქვეყანაში. ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა, კერძოდ კი – 81 199 ადამიანი, მეორე ადგილზე იტალიაა – 41 035 შემთხვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი