ახალი ამბები

რუსეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მღვდლები მსვლელობას გამართავენ

19 მარტი, 2020 • 1207
რუსეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მღვდლები მსვლელობას გამართავენ

მოსკოვის ერთ-ერთი მონასტრის სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, ყოველ საღამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობები მოაწყონ. როგორც ისინი ამბობენ, კორონავირუსის — COVID-19-ის თავიდან მოცილებისთვის ილოცებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

პიოტრ ირემეევის პოსტის სქინშოტი

პიოტრ ირემეევის პოსტის სქინშოტი

„მსვლელობების მოწყობა ამა თუ იმ გაჭირვების დღეებში საეკლესიო ტრადიციებში ჯერ კიდევ ბიზანტიაში დამკვიდრდა. სასულიერო პირები და მორწმუნეები უვლიდნენ სახლებს, ქუჩებს, მონასტრებს და მთელ დასახლებულ პუნქტებსაც კი, სთხოვდნენ უფალსა და წმინდანებს დახმარებას. დღეს ყველა ჩვენგანს სჭირდება დახმარება ზემოდან, ამიტომ ჩვენი მონასტრის მრევლმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, ლოცვა გაეძლიერებინა“, — მოჰყავს გამოცემას სასულიერო პირის პოსტი „ინსტაგრამში“.


რუსეთში კორონავირუსით დაავადების 147 შემთხვევა და 1 გარდაცვალება ფიქსირდება.

მსოფლიოში (ჩინეთის ჩათვლით) შემთხვევების რიცხვი 218 815-ია, გარდაცვალებები — თითქმის 9 000, გამოჯანმრთელების შემთხვევები — 80 000-ზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.


გარეკანის ფოტო: „რია ნოვოსტი“

მასალების გადაბეჭდვის წესი