ახალი ამბები

ენმ მთავრობას მოუწოდებს, სამსახურდაკარგულ ოჯახებს კომუნალური ვაუჩერები გადასცეს

19 მარტი, 2020 • 975
ენმ მთავრობას მოუწოდებს, სამსახურდაკარგულ ოჯახებს კომუნალური ვაუჩერები გადასცეს

ერთიანი ნაიცონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, იმ პირთა ოჯახებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით დაკარგეს სამსახური, კომუნალური გადასახადების ვაუჩერები გადასცეს.

რომან გოცირიძის თქმით, ამ ოჯახებისთვის 4 თვის მანძილზე 100- ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს:

“კორონავირუსმა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. ათეულათასობით ადამიანმა დროებით დაკარგა სამუშაო. ხალხი დარჩა უმუშევარი, დაიკეტა უამრავი ობიექტი ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა მცირე ბიზნესი. ამიტომ საჭიროა, დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას ზომები, რომელიც მოკლევადიან პერიოდში მხარდაჭერას გამოუცხადებს მოსახლეოაბს და შეეშველება მას ამ მძიმე ვითარების დაძლევაში.

ჩვენ გვქონდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც საგადასახადო, ასევე, სხვა საკითხებს. დღეს გამოვდივართ ერთი წინადადებით, რომელიც სასწრაფოდაა შესასრულებელი, რათა მოსახლეობამ ოდნავ მაინც შვება იგრძნოს. საჭიროა კომუნალური მხარდაჭრის პაკეტის შექმნა”, – ამბობს გოცირიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი