ახალი ამბები

რუსეთში COVID-19-ით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

19 მარტი, 2020 • 763
რუსეთში COVID-19-ით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით, COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „დოჟდი“ ავრცელებს.

როგორც „დოჟდი“ წერს, პაციენტს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

პაციენტი 79 წლის იყო და გარდაცვალების მიზეზად მედიკოსები პნევმონიას — ფილტვების ანთებას ასახელებენ.

„დოჟდი“ აგრეთვე აღნიშნავს, რომ პაციენტს ჰქონდა ბევრი სხვა დაავადება — შაქრიანი დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება.

გარდა ამისა, არხის ინფორმაციით, გარდაცვლილის კონტაქტები იდენტიფიცირებულია და ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან.


რუსეთში კორონავირუსით დაავადების 147 შემთხვევა ფიქსირდება.

მსოფლიოში (ჩინეთის ჩათვლით) შემთხვევების რიცხვი 218 815-ია, გარდაცვალებები — თითქმის 9 000, გამოჯანმრთელების შემთხვევები — 80 000-ზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი