ახალი ამბები

ანონსი: 20 აგვისტო

20 აგვისტო, 2015 • 1416
ანონსი: 20 აგვისტო

10:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას ერთობლივად მოინახულებენ.

 

11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია სახელმწიფო და კერძო კომპანიებში ჩატარებული შრომის პირობების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. ბრიფინგს, ასევე, დაეწრებიან თავად შრომის მონიტორები. მისამართი: ჯანდაცვის სამინსიტრო (წერეთლის 144).

 

14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება.


15:15 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ბორჯღალოსნებს კიდევ ერთხელ გადაუხდის მადლობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“(UNiTE) უცხადებენ. შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. მისამართი:  თბილისი; რაგბის საწვრთნელი ბაზა „შევარდენი“(ბოგდან ხმელინცკის 40).

მასალების გადაბეჭდვის წესი