“ბოლო კვირებში მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება,” – უთხრა ჟურნალისტებს UNHCR-ის პრესმდივნმა უილიამ შპინდლერმა ჟენევაში. შედეგად კი, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი რაოდენობა 160 ათასს მიუახლოვდა.
შარშან იმავე პერიოდში 158 456 ლტოლვილი და მიგრანტი გადავიდა ეგეოსის ზღვით თურქეთიდან ბერძნულ კუნძულებზე, ხოლო 1716-მა მიგრანტმა სახმელეთო გზით გადალახა საზღვარი, – იუწყება გაეროს დევნილთა სააგენტო.
გაეროს ცნობით, 10-დან 8 მიგრანტი არის სირიიდან, რომლებმაც თავი დააღწიეს მათ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, ამას გარდა, 14% არიან ავღანელები და 3% – ერაყელები.
“შესაბამისად, მათი უმრავლესობა ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობს,” – განაცხადა შპინდლერმა.
ბოლო პერიოდამდე მიგრანტების უმრავლესობა ხმელთაშუა ზღვის გავლიით გადადიოდა იტალიაში, თუმცა საფრთხისა და ლოჯისტიკური სირთულეების გამო ბოლო თვეებში გაიზარდა მიგრანტების ნაკადები საბერძნეთის მიმართულებით.
IOM-ის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ექვს თვეში 160 ათასი მიგრანტი გადავიდა მაკედონიის გავლით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, ძირითადად, საბერძნეთსა და იტალიაში, რათა იქიდან შეაღწიონ დასავლეთ და ჩრდილო ევროპის უფრო მდიდარ ქვეყნებში.
თავდაპირველად, 16 აგვისტოს 3000-ზე მეტი მიგრანტი საბერძნეთის კუნძულ კოსზე, საკრუიზო გემზე განათავსეს. ეს გემი აქ შემოვიდა 14 აგვისტოს, რათა მიეღო და დაებინავებინა უმეტესად ლტოლვილები სირიიდან, რომლებიც ყოველდღიურად ასეულობით შედიან თურქეთიდან საბერძნეთში. ბერძნული კუნძული ცდილობს გაუმკლავდეს ლტოლვილებისა და მიგრანტების მასობრივ ნაკადებს ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისისა და მძლავრი ტურისტული სეზონის დროს.
თურქეთის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ბერძნული კუნძულები ცდილობენ გაუმკლავდნენ ლტოლვილებისა და მიგრანტების მასობრივ ნაკადებს ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისისა და მძლავრი ტურისტული სეზონის დროს.