ახალი ამბები

რა ელის მიკროავტობუსების მძღოლების ხელფასებს

17 მარტი, 2020 • 1221
რა ელის მიკროავტობუსების მძღოლების ხელფასებს

“ჩვენთვის მთავარი არის, რომ მძღოლები დროებითი ღონისძიებების გამო არ დარჩნენ უხელფასოდ” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 17 მარტს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. თუმცა დამატებითი განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს  განაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, სამარშუტო ტაქსების მუშაობა ხვალიდან დროებით იკრძალება.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სატრანსპორტო კომპანიებთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული და სავარაუდოდ ხვალ, 18 მარტს გახდება ცნობილი, თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ დროებით უმუშევრად დარჩენილ თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებთან დაკავშირებით. ნეტგაზეთი ცდილობს კომპანიასთან დაკავშირებასაც.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი