ახალი ამბები

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

17 მარტი, 2020 • 3531
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება, თუმცა ტრანსპორტის სახედ დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო:

“დღეს საბჭოს ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად, დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ დეზინფიცირება ამ ტრანსპორტის და, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა შეგვიძლია”, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსს, 17 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი