„ბათუმელების“ თანამშრომელს, რომელმაც დღეს, 18 აგვისტოს დილთ ამ წარწერის დამადასტურებელი ბანერი გადაიღო, ვილის დაცვის წევრი ფოტოს წაშლას იმ მოტივით სთხოვდა, რომ გადაიღო კერძო საკუთრება.
იგივე მდგომარეობაა ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასთან“, რომელსაც ქობულეთში ჭყონიას სასტუმროს სახელით მოიხსენიებენ.
გასცა თუ არა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა პლაჟის შემოღობვის ნებართვა, რა ფორმით და რის საფუძველზე? – ქობულეთის გამგეობის განმარტებას “ბათუმელები” ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მოქალაქეებისთვის პლაჟის ხელმიუწვდომლობის ფაქტები ბათუმშიც ფიქსირდება. მართალია, ბათუმში პლაჟი კერძო პირებს შემოღობილი არ აქვთ, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, სადაც შეზლონგებია განთავსებული, მოქალაქეებს ქვიშაზე დაწოლის უფლებას კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არ აძლევენ, თუ არ გადაიხდიან შეზლონგის თანხას. ისინი ამბობენ, რომ პლაჟის ამ მონაკვეთის განკარგვის სანაცვლოდ 10 ათასი ლარი აქვთ გადახდილი.