ახალი ამბები

კორონავირუსის პირველი კომერციული ტესტი დამტკიცდა

17 მარტი, 2020 • 2363
კორონავირუსის პირველი კომერციული ტესტი დამტკიცდა

აშშ-ში შვეიცარული ფარმაცევტული გიგანტის, Roche-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის პირველი კომერციული ტესტი დაუშვეს. როგორც Wired წერს, კომპანიას 2 მილიონი ტესტი აქვს დამზადეული და მარაგების გაზრდას კვლავ გეგმავს.

გამოცემის ცნობით, ახალი ტესტი, რომელიც აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა, მნიშვნელოვნად გაზრდის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ახალ კორონავირუსზე შემოწმდებიან. Roche-ში ამბობენ, რომ მათი ტესტის ანალიზის პასუხები ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე საათში.

ტესტი განაცხადის შეტანიდან 24 საათში დამტკიცდა. ფარმაცევტული კომპანიის წრმომადგენლის თქმით, მათ შეუძლიათ დაამზადონ კვირაში 400 000-ზე მეტი ტესტი და აშშ-ს მიაწოდონ. გლობალური ბაზრისთვის კი აპრილიდან კვირაში 5 მილიონი ტესტის დამზადებას გეგმავენ.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ტესტი დაეხმარება პაციენტებს თავის დაცვაში, სამედიცინო პერსონალს კი შესაძლებლობა მისცემს, სწრაფი რეგირება მოახდინონ ინფიცირების შემთხვევებზე და დაავადების გავრცელებას შეუშალონ ხელი.

Wired წერს, რომ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ტესტირება სჭირდებათ, იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ტესტების წარმოების მაჩვენებელი, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ პაციენტებს რამდენიმეჯერ სჭირდებათ ტესტის განმეორება მკურნალობის განმავლობაში.

მაგალითსთვის აშშ-ში კორონავირუსზე დღეში საშუალოდ 37 000 ტესტირებას ატარებენ. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ამ დრომდე ანალიზებს მხოლოდ იმ პირებს უკეთებდნენ, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ჰქონდათ ან მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი