ახალი ამბები

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა – ეზუგბაია

17 მარტი, 2020 • 1225
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა – ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, – განუცხადა 17 მარტს, დილის საათებში, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში, ჯამში, 34 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ეზუგბაიას ცნობითვე, ახალი პაციენტი კონტაქტში იყო იმ სამ ადამიანთან, რომლებსაც 15 მარტს დაუდასტურდათ ინფიცირება: „ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი… ის დამოუკიდებლად შემოვიდა, როგორც კონტაქტი ოჯახის წევრთან“, – თქვა მან.

მთავრობის ვებგვერდის, stopcov.ge-ს 16 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 64.

როგორ ეძებენ ინფიცირებულთა კონტაქტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი