ახალი ამბები

სამკერვალოები მზად არიან, პირბადეების წარმოება დაიწყონ – ეკონომიკის სამინისტრო

16 მარტი, 2020 • 1089
სამკერვალოები მზად არიან, პირბადეების წარმოება დაიწყონ – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამკერვალოები საქართველოში მზად არიან, პირბადეების წარმოება აქტიურ რეჟიმში დაიწყონ.

უწყება ამბობს, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორს შეხვდა. შეხვედრის დროს კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს დაეხმარებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, მზადყოფნის შესახებ შეხვედრაზე სულ მცირე ორმა კომპანიამ ისაუბრა.

რაც შეეხება მთავრობას, თურნავას განცხადებით, პირბადეებსა და, ზოგადად, ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებზე მსოფლიოში მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რის გამოც გადაწყდა, რომ მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მსგავსი საშუალებების ადგილობრივ წარმოებას.

საქართველოში 30 იანვრიდან კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხევა დაფიქსირდა, ერთი გამოჯანმრთელებული კი დღეს, 16 მარტს ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი