ახალი ამბები

ინფექციურიდან კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს

16 მარტი, 2020 • 1590
ინფექციურიდან კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსგან განკურნებული პირველი პაციენტი გაწერეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

საავადმყოფოს ინფორმაციით, ეს ის პაციენტია, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მათივე თქმით, პირმა თავადვე განაცხადა უარი ჟურნალისტებთან საუბარზე.

საქართველოში 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

ველოდებით, რომ ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას – ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი