ახალი ამბები

რუსთავში ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ – აქტივისტი

16 მარტი, 2020 • 1725
რუსთავში ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ – აქტივისტი

კერძო იპოთეკარის ადვოკატი თვითნებად ცდილობს რუსთავში მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას, — უთხრა „ნეტგაზეთს“ მამისა ჯაფარაშვილმა, აქტივისტმა, რომელიც გამოსახლებების წინააღმდეგ იბრძვის. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მათი წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება და კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოსახლებები დროებით აკრძალეს.

„13 მარტიდან სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე სააღსრულები წარმოებები შეიზღუდა“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ უწყების პრესსამსახურში.

მამისა ჯაფარაშვილის ინფორმაციით, „აღნიშნული ოჯახი აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოსახლების რიგში იყო, თუმცა კორონავირუსის გამო აღსრულებები გადაიდო — ასე ვთქვათ, დროებით დე ფაქტო მორატირიუმი არის გამოცხადებული გამოსახლებებზე“.

„ამის მიუხედავად, მევალის ადვოკატი თვითნებურად მიეჭრა ამ ოჯახს. დამოუკიდებლად, სრულიად უკანონოდ ცდილობს აღსრულებას და უნდა, რომ დაულუქოს კარები“, – ამბობს იგი.

მამისა ჯაფარაშვილის თანახმად, მევალის წარმომადგენელს ამის სამართლებრივი უფლებაც არ აქვს: 1) გამოსახლების უფლება მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს; 2) ამას გარდა, აღნიშნული სახლის ეზოს სხვა საიდენტიფიკაციო კოდი აქვს [რაც დაკარგულ ქონებას არ წარმოადგენს] და სხვისი საკუთრებაა, შესაბამისად, მევალის წარმომადგენელს კანონით ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლებაც არ აქვს.

[მასალა განახლდება]


ნახეთ ასევე:

„ბოსელს ბოლო 11 წელია სახლად ვიყენებთ“ – პენსიონერ ცოლ-ქმარს აქედანაც ასახლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი