ახალი ამბები

მთავრობა: აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გახვიდეთ

16 მარტი, 2020 • 2715
მთავრობა: აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გახვიდეთ

საქართველოს მთავრობა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გავიდნენ და დაიცვან პირადი ჰიგიენა.

მთავრობის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე 60 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ. მთავრობა ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისა და ხველებისას კი მიმართონ ექიმს:

“დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან. განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია. საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები. მაღალი სიცხისა და ხველისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას. გადაუდებელი დახმარება – 112” – წერია შეტყობინებაში, რომელსაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობისგან იღებენ.


საქართველოში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი