ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომანაქანას მიკროავტობუსი დაეჯახა

16 მარტი, 2020 • 912
ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომანაქანას მიკროავტობუსი დაეჯახა

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად მედპერსონალი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა, როდესაც ბრიგადა აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა. ექიმს თავის ტვინის შერყევა და მცირე დაჟეჟილობები აქვს, ხოლო მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა მსუბუქია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი