ახალი ამბები

მთავრობა რესტორნებს მოუწოდებს, დროებით მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშაონ

16 მარტი, 2020 • 1646
მთავრობა რესტორნებს მოუწოდებს, დროებით მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშაონ

მთავრობა კაფე-ბარებსა და რესტორნებს რეკომენდაციით მიმართვს, დროებით შეზღუდონ მომხმარებლების უშუალო მომსახურება და მხოლოდ გატანის სერვისი ჰქონდეთ. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 16 მარტს გამართულ ბრიფინზე განაცხადა:

“საკორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან არის დაკავშირებული. მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან”, – განაცხადა ჩიქონავმა.

ქვეყანაში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.


საქართველო უცხოელებისთვის ორი კვირით საზღვარს კეტავს

მასალების გადაბეჭდვის წესი