ახალი ამბები

ტესტირება: კორონავირუსი მე-2 პაციენტსაც აღარ უდგინდება

15 მარტი, 2020 • 2836
ტესტირება: კორონავირუსი მე-2 პაციენტსაც აღარ უდგინდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ანუ მკურნალობის მე-15 დღეს ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ეს ძალიან კარგი სიახლეა. ინფექციურ საავამდყოფოში მყოფ პაციენტს 24 საათის ინტერვალში მეორე ტესტს გაუკეთებენ, რის შემდეგაც სააბოლოოდ გაირკვევა მისი გამოჯანმრთელების საკითხი.

როგოროც ცნობილია, იგივე მდგომარეობაა ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირველ პაციენტთან დაკავშირებითაც.

ამავე თემაზე გირჩევთ

4 ბავშვი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

პირველადი შედეგებით, პირველი პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ეზუგბაია

მასალების გადაბეჭდვის წესი