თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ არ დაუდგინდა.
როგორც ეზუგბაია ამბობს, მას განმეორებითი ტესტირება გუშინ, 13 მარტსაც ჩაუტარდა და COVID-19-ზე პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პაციენტი გამოჯანმრთელებულად რომ ჩაითვალოს, უარყოფითი შედეგი 24 საათში ჩატარებულმა კიდევ ერთმა ტესტმაც უნდა აჩვენოს, რის შემდეგაც მას კლინიკად გაწერენ.
“იცით, რომ პირველ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა 26 თებერვალს. მას ტესტი მე-14 დღესაც გაუკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმთელდა. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსი დაუდგინდა კაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.
14 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა.