ახალი ამბები

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 4 არასრულწლოვანია – ეზუგბაია

14 მარტი, 2020 • 1071
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 4 არასრულწლოვანია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 27 პაციენტი მკურნალობს, აქედან კი ოთხი 14 წელს ქვემოთაა.

ეზუგბაიას თქმით დღეს, 14 მარტს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული 5 პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და პერიოდულად ხდებოდა მათი შემოწმება. მისი განმარტებით, სავარაუდოდ, აღნიშნულ პირებს კონტაქტი ჰქონდათ იტალიიდან ჩამოსულ ერთ-ერთ ინფიცირებულთან:

“ხუთივე პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათზე მიმდინარეობდა მეთვალყურეობა. როდესაც გამოვლინდათ კორონავირუსის ნიშნები, ჩაუტარდათ სამედიცინო ტესტირება”, – განმარტა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით აღნიშნული 5 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში 14 მარტის საღამოს მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი