ახალი ამბები

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 მარტი, 2020 • 2630
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში საქათველოს ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შემსახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ მოქალაქეს საქართელოს საელჩო დაუკავშირდა და მის მდგომარეობას გაეცნო. გარდა ამისა მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ ექიმებთან, რომლებმაც მკურნალობის მეთოდოლოგია გაუწერეს.

“საკონსულო მუდმივარ რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხევავში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ , აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოლქის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკვდა სხვა ნომერზე.

აღნიშნულ მოქალაქეს მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ცნობით აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები . იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში.

საქართველოში 14 მარტის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული სულ 30 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 ადამიანი, ხოლო სტაციონალურ მეთვალყურეობას გადის 64.

მასალების გადაბეჭდვის წესი