ახალი ამბები

ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ეზუგბაია

13 მარტი, 2020 • 1495
ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეზუგბაია საუბრობს არასრულწლოვანზე, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

„მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები განსაკუთრებული არ აქვს. მასზე ჩვეულებრივად გრძელდება მეთვალყურეობა,“ – ამბობს ეზუგბაია.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) დაავადებულთა რიცხვი 25-ს აღწევს. ამირან გამყრელიძის თქმით, აქედან 2 შემთხვევა უკავშირდება ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენი ყველა კი პირდაპირ ან ირიბად  – იტალიას.

მისივე თქმით, 30 იანვრიდან ლუგარში სულ 577 ნიმუში შემოწმდა, საიდანაც დადასტურდა – 25.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი