ახალი ამბები

პროტესტი საკარანტინო სივრცეებთან არ შეიძლება, ეს არასოლიდარულია – გამყრელიძე

12 მარტი, 2020 • 1858
პროტესტი საკარანტინო სივრცეებთან არ შეიძლება, ეს არასოლიდარულია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკარანტინო სივრცეებთან მცხოვრებ მოსახლეობას ზოგჯერ პროტესტი უჩნდება, რაც არასოლიდარულია.

გამყრელიძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ საკარანტინო სივრცეებიდან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას არაფერი გადაედება.

„მინდა ერთი არასაჩოთირო საკითხი გავაჟღერო. გვაქვს ინფორმაცია, რომ საკარანტინო სივრცეების ირგვლივ მყოფ მოსახლეობას პროტესტი უჩნდება.. ჩვენ არ შეიძლება პროტესტი გვქონდეს, ვთხოვ ყველას. ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება..

არავის არაფერი გადაედება, ეს ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არ გადადის, თუ დავიცავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წესებსა და მოთხოვნებს, რისკი მინიმუმამდე დადის,“ – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში ბოლო ინფორმაციით კორონავირუსის ინფექცია(COVID-19) 25 ადამიანს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აქედან 2 შემთხვევა უკავშირდება ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენი ყველა კი პირდაპირ ან ირიბად  – იტალიას.

მისივე თქმით, 30 იანვრიდან ლუგარში სულ 577 ნიმუში შემოწმდა, საიდანაც დადასტურდა – 25.

მასალების გადაბეჭდვის წესი